მეორე სემესტრი

1* კლუბის სამუშაო გეგმა: II სემესტრი ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლა კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ხათუნა კვარიანთაშვილი № შეხვედრის დრო მიზანი შეხვედრის საათი ხანგრძლი ვობა შენიშვნა 1 26.01.2023 1. II სემესტრის გეგმის გაცნობა; 2. შეხვედრის გრაფიკის დადგენა 13:40 (VI) 14:30 (V) 45წთ 2 9.02.2023 1. პროგრამა გეოგებრას გაცნობა, ჩამოტვირტვა და მუშაობა 13:40 14:30 45წთ 3 23.02.2023 1. გეოგებრას გამოყენება გეომეტრიული ფიგურების ასაგებად 2. ამოცანებზე მუშაობა 13:40 14:30 45წთ მხოლოდ ამოცანებზე ვიმუშავეთ - ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის გამო 4 24.03. 2023 1. გეოგებრასი მუშაობა 2. სახალისო მათემატიკა 13:40 14:30 45წთ არ მოხერხდა გეოგებრაში მუშაობა 5. 6.04.2023 1ონლაინ სიმულიატორის გამოყენება წილადების უკეთ სასწავლად 13:40 14:30 45წთ 6. 13.04.2023 1. ონლაინ სიმულიატორი- წილადები და ფართობი 2. ინფორმაცია პროექტის შესახებ 13:40 14:30 45წთ 7 4.05.2023 პროექტზე მუშაობა 13:40 14:30 45წთ 8 11.05.2023 პროექტზე მუშაობა 13:40 14:30 45წთ 9 18.05.2023 პროექტზე მუშაობა 13:40 – 15;00 სამივე ჯგუფთან სხვადასხვა დროს მიწევდა შეხვედრა 10 25.05.2023 პროექტზე მუშაობა 13:40 15;00 ----------- 11 2.06.2023 პროექტზე მუშაობა 13:40 - 15;00 ------------ 12 7.06.2023 პროექტზე მუშაობა 13:40 - 15;00 ----------- 8.06.2023 პრეზენტაცია 2*კლუბის II სემესტრის შეხვედრების მიზანი და აქტივობა: 26 .01.2023 მიზანი: შეხვედრაზე განვიხილეთ მეორე სემესტრის გეგმა და შეხვედრის გრაფიკი. თებერვლის თვის შეხვედრებზე განვიხილავთ მათემატიკის სამუშაო პროგრამა გეოგებრას. შემდეგ ვიმუშავებთ ამოცანებსა და პროექტებზე 9. 02. 2023 მიზანი: სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ გეოგებრას ჩამოტვირტვის და ინსტალაციის ვიდეოები. მოსწავლეებს გავაცანი რამდენიმე აქტივობა. თითოეულმა შეძლო წრფის, მონაკვეთის და სიმეტრიული ფიგურების აგება. დაეხმარენ ერთმანეთს პროგრამის ჩამოტვირთვაში 23-02-2023 სამუშაო შეხვედრაზე, რადგან ვერ მოვახერხეთ, ჯგუფური მუშაობა, გეოგებრაში( ტექნიკის არ ქონის გამო. ვერ მოიძებნა სამი ჯგუფისათვის სამყოფი კომპიუტერი) მივიღეთ გადაწყვეტილება : ყველა მოსწავლე იმუშავებს სახლში, უკეთ გაერკვევიან პროგრამა გეოგებრაში და გაზაფხულით გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან ჩვენი სკოლა ელოდება საჭირო ტექნიკით მომარაგებას. დღევანდელ დღეს ვიმუშავეთ სახალისო ამოცანებზე 24.03. 2023 მიზანი; არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით, პრაქტიკული პრობლემის გადაჭრა. ვიმუშავეთ ამოცანებზე, დადებითი რაციონალური რიცხვების მოქმედებების გამოყენებით VI კლ და ნატურალური რიცხვების მოქმედებების შესრულებით V კლ ( გოგოშვილი, ვეფხვაძე, ქურჩიშვილი, მებონია) 6. 04. 2023 და 13. 04.2023 მიზანი: მოსწავლეებს გავაცნო ონლაინ სიმულიატორი და გვემუშავა წილადებზე გავიარე სავალდებულო ტრენინგი, სადაც გავეცანი ინტერაქტიულ სიმულიაციების პროექტს, კოლორადოს უნივერსიტეტის შექმნილს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ კვლევით და აღმოჩენით. ამიტომ გადავწყვიტე გეოგებრა ჩამენაცვლებინა ამ პროექტით. მოსწავლეებმა ხალისით იმუშავეს წილადებზე. https://phet.colorado.edu/ka/ 13. 04.2023 მიზანი: წილადები და ფართობი მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი როგორც წილადებზე ასევე ფართობზე სიმულიაციებს. საკმაოდ ხალისიანად წარიმართა მეცადინეობა. მოტივი უმაღლდებოდათ ყოველი ტურის წარმატებით დასრულებას ფეივერკებით რომ აღნიშნავდა პროექტი აგრეთვე მივაწოდე ინფორმაცია,მაისის თვიდან სოციალურ პროექტზე მუშაობის შესახებ , რომ აგვერჩია პრობლემური საკითხი , რომლის გადასაჭრელად დაგვჭირდებოდა 2022-2023 სასწავლო წელს მიღებული ცოდნა. 4.05.2023 მიზანი: ჯგუფების შედგენა და თემის არჩევა შევადგინეთ სამი ჯგუფი, ორი მეექვსე კლასელების და ერთი მეხუთე კლასელების, რადგან მეხუთე კლასი იმუშავებდა ნატურალურ რიცხვებზე. მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შევარჩიეთ თემა სოფლის მეურნეობაში მოსავლის მოყვანა. ჯგუფის თითოეული წევრი სოფლის მოსახლეობის სამ პირს მიმართავს კითხვით: რომელი მოსავლის მოყვანა ჯობს და რატომ? მონაცემებს შემდეგი კვირისთვის მოაგროვებენ 11.05.2023 მიზანი: შეხვედრაზე ჯგუფებმა ხმათა უმრავლესობით დაადგინეს რომელი კულტურის მოყვანის საჭირო თანხებს დაითვლიან და დაგეგმეს მომდევნო შეხვედრამდე სოფლის მოსახლეობის დახმარებით დაითვალონ საჭირო თანხები მოსავლის დათესვამდე, ასევე დაიხმარონ ინტერნეტთი მოიძიებული ინფორმაცია 18.05.2023 შეხვედრაზე ჯგუფებმა შეაჯამეს დათესვა-დარგვამდე საჭირო თანხები და მომდევნო შეხვედრამდე მოიძიებენ ინფორმაციას მოსავლის აღებამდე საჭირო თანხებს 25.05.2023 შეხვედრაზე ჯგუფებში შეთანხმდნენ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსავლის მოყვანამდე საჭირო თანხებზე და მომდევლო შეხვედრამდე, მოსავლის აღებაზე იზრუნებდნენ, როგორც ინტერნეტით ასევე გამოცდილი ხალხის ინფორმაცით 02.06.2023 შეხვედრაზე შეძლეს მოსავლის აღების საჭირო თანხების დათვლა. დაგეგმეს მომდევნო შეხვედრამდე დაითვალონ რეალიზაციით აღებული თანხის და მოგების დადგენა. ასევე მთელი პროექტის შეჯამება, რისკების და სარგებელის გათვალისწინებით 7.06.2023 შეხვედრაზე შევაჯამეთ პრეზენტაციისთვის: ფორმატზე გაამზადეს ნაკვეთის შესაბამისი მართკუთხედი ზომებით, და ფართობით. ნახატი იმ მცენარის კულტურის რომლის მოყვანასაც გეგმავენ( ლობიო, ხორბალი და წიწაკა) და ძირითადი თანხები ( ხარჯი, აღებული თანხა და მოგება). ჟგუფებში დაინაწილეს ისტორია, სარგებელი,რისკები, მოვლა, აღება და რეალიზაცია. 8.06.2023 პრეზენტაცია სამივე ჯგუფმა დიდი შრომა ჩადო თავის პროექტში. ეს ნათლად გამოჩნდა . დახვეწილი საუბრით და შესაბამისი არგუმენტებით წარმოადგინა თითოეულმა გუნდმა თუ რატომ იყო სასარგებლო მისი არჩეული მცენარე. კარგად ქონდათ დათვლილი ხარჯების და მოგების თანხები. სწორად მოიძიეს შხამ ქიმიკატებისა და მინერალების საჭირო თანხების, საწირო ტექნიკის და მუშახელის თანხაც კი. სწორაგ აჩვენეს მოსავლის მოგება. გათვალისწინებული ქონდათ რისკები, ბაზრისაც კი. თუ მოსავალს ვერ გაუკეთებდნენ რეალიზაციას სათადარიგო სვლაც ქონდათ გათვალისწინებული. პრეზენტაციას დაესწრო მათემატიკის კათედრის ორი წევრი. 2022-2023 სასწავლო წლის კლუბის მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა საკმაოდ იმედის მომცემი იყო, მოსწავლეთა კმაყოფილი სახეებით და ბრწყინვალე პრეზენტაციებით. 3* რეფლექსია მათემატიკის მასწავლებელი - ხათუნა კვარიანთაშვილი 2022 წლის პირველ სემესტრში მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე მათემატიკის მოყვარუთა კლუბი ,,პატარა მათემატიკოსები” სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის( V - VI) კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბი მუშაობდა ეროვნული სასაწავლო მიზნების შესაბამისი იყო: • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას; • გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში; • მოსწავლეებში გაზარდოს მოტივაცია მათემატის სწავლისადმი; • შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; • მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება; • გაიზარდოს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთ თანამშრომლობის უნარი; • მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და განვითარება. კლუბში მოსწავლეები გაწევრიანდნენ საკუთარი განაცხადის საფუძველზე, პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ, წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმა, დაკონკრეტების მიზნით, მოსწავლეთა კითხვებს , ჩემს მიერ გაეცა პასუხი. სემესტრის განმავლობაში ვიმუშავეთ გეგმის შესაბამისად. ყოველ შეხვედრაზე ვამჩნევდი მოსწავლეთა გააქტიურებას და მეტად ჩართულობას. ხალისით მუშაობდნენ სახალისო ამოცანებზე ინდივიდუალურად და ჯგუფებში. მიხარია რომ ხალისიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა გაჩერებებით სწავლების მეთოდის გამოყენება, რასაც გაკვეთილზე ვერ ვახერხებ დროის სიმცირის გამო. კლუბურმა მუშაობამ საგაკვეთილო პროცესზე დადებითი გავლენა იქონია. სემესტრის ბოლო შეხვედრებზე გამოვიყენეთ მართკუთხედის თვისებები. ჯგუფებში იმუშავეს ამოცანაზე: კლასის მოსართავად 12 მეტრიანი ჯაჭვისათვის, რამდენი ფერადი ფურცელია საჭირო? წარმატებით წარადგინეს პრეზენტაცია და შეძლეს შესაბამისი ჯაჭვების დამზადება. მოსწავლეთა დადებითი ემოციები მახარებს, რაც სტიმულს მაძლევს კლუბის მუშაობის გასაგრძელებლად. პერიოდულად ბლოგზე ვტვირთავდი ფოტო მასალას. მაქვს დაფიქსირებული ყოველი შეხვედრა, წერილობით და მშობელთა ხელშეკრულებები. მეორე სემესტრის დასაწყისში გავაცანი სამუშაო გეგმა. აგრეთვე სამუშაო შეხვედრების გრაფიკი( ორკვირასი ერთხელ), ცხრილის ცვლილების გამო გართულდა ორივე კლასის მოსწავლეებთან ერთად მუშაობა. მიწევდა ცალცალკე შეხვედრები, რაც ჩემთვის გადამღლელი იყო. დაგეგმილი მქონდა მათემატიკური პროგრამა გეოგებრას გაცნობა და შეძლებისდაგვარად მუშაობა. რაშიც ხელი შეგვიშალა სკოლის კომპიუტერების წყობიდან გამოსვლამ. მოსწავლეები არ ნებდებოდნენ ტელეფონებში ჩამოიტვირთეს და პროგრამა გეოგებრას რამდენიმე საკითხი გავაცანი, თუმცა მუშაობა ვერ გავაგრძელეთ, ტელეფონი მოუხერხებელი ასეთი პროგრამებისათვის. ამასთანავე გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები. მუშაობა არ შეგვიწყვეტია. სახალისო და პრაქტიკული ამოცანების ამოხსნას კარგად ართმევდნენ თავს. სკოლის კომპიუტერული ბაზის გაუმჯობესებამ ძალიან გაგვახარა. ამავდროულად გავიარე სავალდებულო ტრენინგი, სადაც გავეცანი ინტერაქტიულ სიმულიაციების პროექტს, კოლორადოს უნივერსიტეტის შექმნილს, სადაც მოსწავლეები სწავლობენ კვლევით და აღმოჩენით. ამიტომ გადავწყვიტე გეოგებრა ჩამენაცვლებინა ამ პროექტით. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი როგორც წილადებზე ასევე ფართობზე სიმულიაციებს. საკმაოდ ხალისიანად წარიმართა მეცადინეობა. მოტივი უმაღლდებოდათ ყოველი ტურის წარმატებით დასრულებას ფეივერკებით რომ აღნიშნავდა პროექტი. კლუბის მუშაობა პროექტით დავამთავრეთ. შევეცადე მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ. კლუბის მონაწილეები სამ ჯგუფად გაიყო. დავალება მოიცავდა ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მოსავლის მოსაყვანად საჭირო თანხის და რეალიზაციის შემდეგ მოგების წინასწარი შეფასება. მოსავლის კულტურას ჯგუფი შეარჩევდა. მოსწავლეთა მონდომებამ შედეგი გამოიღო, პრეზენტაციები წარადგინეს დასკვნით შეხვედრაზე. იმდენად სასიამოვნო და დამაჯერებელი იყო თითოეული ჯგუფის პრეზენტაცია, რომ კმაყოფილებას ვერ ვმალავდით მე და ჩემი მოსწავლეები. დასასრულს მოსწავლეებმა შეაჯამეს კლუბის მუშაობა და სურვილი გამოთქვეს მომავალ წელს ხალისით დაელოდებიან კლუბში მუშაობას. გეგმით გათვალისწინებული რაც მქონდა ყველაფერზე ვიმუშავეთ, შევეცდები პროგრამა გეოგებრა მომავალი წლისათვის უკეთ შეისწავლონ ჩემმა მოსწავლეებმა. ხ. კვარიანთაშვილი

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა

2023-2024 სასწავლო წლის რეფლექსია