2023-2024 სასწავლო წლის რეფლექსია

რეფლექსია ხ. კვარიანთაშვილი 2023 წლის პირველ სემესტრში მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე მათემატიკის მოყვარუთა კლუბმა ,,პატარა მათემატიკოსები” მუშაობა განაახლა. სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის V I - VII კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბი მუშაობა ეროვნული სასაწავლო მიზნების შესაბამისი იყო: • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას; • გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში; • მოსწავლეებში გაზარდოს მოტივაცია მათემატის სწავლისადმი; • შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; • მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება; • გაიზარდოს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთ თანამშრომლობის უნარი; • მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და განვითარება: • მათემატიკურ პროგრამა გეოგებრაში მუშაობის უნარების განვითარება სასწავლო წლის დასაწყისში კლუბმა მუშაობა განაახლა. კვლავ შეავსეს განაცხადი ახალი სასწავლო წლისათვის. კლუბის წევრებმა ლიდერი მოსწავლე ისევ ანა გამრეკელაშვილი დატოვეს. მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია სკოლის პროექტის - ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“- შესახებ და ვთხოვე მიგვეღო მონაწილეობა სასკოლო პროექტში რაიმე ფორმით. პირველ რიგში გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობაზე. მომდევნო შეხვედრაზე მოძიებული ინფორმაცია გაუზიარეს თანატოლებს, რომ არსებობს მატერიალური და არა მატერიალური სახის კულტურული მემკვიდრეობა, ვისაუბრეთ ასევე ამ სტატუსის მინიჭებას რა უპირატესობა აქვს და რომ ყველა ისურვებდა ჩვენი სოფლის ძეგლებისათვისაც ამ ბედნიერ სტატუსს. მონაცემების მოსაპოვებლად გამოვიყენეთ ვიკიპედიის - -( თავისუფალი ენციკლოპედია) ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია, სადაც მოცემული იყო : საქართველოს ეკლესია-მონასტრები, ციხესიმაგრეები , სახლები, კოშკები, ხიდები და სხვა ძეგლები, რომელთაც მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. გადავწყვიტეთ გვემუშავა პროექტზე და გამოვიყენეთ მოცემული ძეგლების სია, რომელიც წარმოდგენილი იყო ანბანის მიხედვით. პროექტორის საშუალებით ანბანის თითოეულ ასოზე ჩამოთვლილი ძეგლები დავითვალეთ ჯგუფებში, თითოეული ჟგუფის მონაცემს ვადარებდით და ვითვლიით განმეორებით სანამ ერთ შედეგს არ მივაღწევდით. მოძიებული მონაცემაბი გავყავით სამ ნაწილად, პირველ ნაწილში ანბანის პირველი თერთმეტი დანაყოფის ძეგლები, მეორე ნაწილში 12 დან 22, ხოლო მესამე ნაწილში 23 დან 33. დავითვალეთ და დავადგინეთ შესაბამის სექტორებში ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ოდენობა და დავამრგვალეთ. გადავწყვიტეთ მოპოვებულ და დახარისხებული მონაცემები წარმოგვედგინა დიაგრამების სახით. ამის განსახორცილებლად საჭირო იყო გაგვეხსენებინა დიაგრამების წარმოდგენის ხერხები. შეხვედრებზე ჯგუფებში ვიმუშავეთ სვეტოვანი დიაგრამის (%) და წრიული დიაგრამის აგებაში, აგრეთვე მონაცემების პიქტოგრამით წარმოდგენაში. სამივე თემის გახსენება -სწავლის შემდეგ, შეხვედრაზე კენჭი ვყარეთ და რომელ ჯგუფს რა დიაგრამაც შეხვდა შესაბამისად გაიმართა ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაცია. ბოლო მეცადინეობაზე შევადგინეთ ახალი გუნდები, რომლებიც შემაჯამებელ გუნდურ მუშაობაში მიიღებდა მონაწილეობას და კენჭის ყრის შესაბამისად გაამზადეს სამი ფორმატი, სამი სახის მონაცემისათვის ერთმა გუნდმა სვეტოვანი დიაგრამის მართობული ღერძები და დანაყოფები გაამზადა, მეორემ დიდი წრე დახაზა ფანქრით და ძაფით, ხოლო მესამემ ცხრილი. ასეთი დიდი ფორმატების დახაზვას დიდი დრო და ხელსაწყოები უნდა და რომ პრობლემები აგვეცილებინა, თანაც დროის მოგების გამო ასე გადავწყვიტეთ. ყველა გუნდი გულიანად მუშაობდა რადგან მომდევნო შეხვედრაზე კვლავ კენჭი უნდა გვეყარა და ვაი თუ თავისი ნახაზი შეხვედროდა. ნახაზები შავად იყო შესრულებული , დიზაინს ის გუნდი შეარჩევდა რომელსაც ერგებოდა წილად. ძალიან ხალისიანად წარიმართა განსაკუთრებით ეს შეხვედრა. შემაჯამებელ მუშაობაზე, რომელსაც სკოლის დირექტორი ქალბატონი ია გეგელაშვილიც ესწრებოდა, კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის შესავალი სიტყვის შემდეგ, მოსწავლეებმა ჯერ გაგვაცნეს რა იყო კულტურული მემკვიდრეობა, შემდეგ კენჭის ყრის შედეგად მიღებული დავალებები გუნდებმა წარმატებით შეასრულეს, პრეზენტაციებით წარადგინეს და ამავდროულად დიაგრამების წარმოდგენის წესებიც გაგვაცნეს, აღმოჩნდა რომ წინასწარ გამზადებული თავისი დიაგრამა მხოლოდ გუნდ ,,სხივს“ შეხვდა- სვეტოვანი დიაგრამა. კმაყოფილებას გამოხატავდნენ კარგად რომ დავხაზეთ ისევ ჩვენ გამოგვადგაო. გუნდ ,,სივრცეს“ პიქტოგრამა შეხვდა, კომპიუტერიდან ამოღებული სურათები გამოჭრეს და ჩააკრეს. ხოლო ფართობით დიდი წრიული დიაგრამის აგება, რომ მოუხერხებელი იქნებოდა ამას ადსტურებდა გუნდი ,,კვადრატი“. ბოლოს გაიმართა საუბარი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შესახებ , აგრეთვე მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ეროვნული ძეგლების უმეტესობა თუ მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს, მათ შორის ჩვენი სოფლის ტაძრები, დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. პირადად მე კმაყოფილი ვიყავი ჩემი მოსწავლეების აქტიურობით, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ფორმარული სწავლებისას არ დაუსწავლიათ სვეტოვანი დიაგრამა პროცენტებით, წრიული დიაგრამის კუთხის გაზომვა, კლუბის სწავლების პერიოდში კარგად შეასრულეს. კმაყოფილი ვარ ასევე გუნდური მუშაობებით და პრეზენტაციებით. მიხარია რომ თითოეული გუნდის დაკვირვებისას ვხედავდი მათ ცოდნი, გამოცდილების და უნარის გამოყენებას.უარყოფითი მხარე იყო ის რომ რადგან სხვა შეხვედრებებზე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის უპირატესობა, საჭიროდ არ ჩათვალეს ამაზე საუბარი, სანამ შეკითხვებით არ მივმართეთ. II სემესტრი კლუბმა განაგრძო პროგრამა გეოგებრაში, შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ. შეხვედრებზე ვსწავლობდით გეოგებრას თითოეულ დანაყოფს და ვასრულებდით გასავარჯიშებელ მაგალითებს. მაგალითად: საკოორდინატო სიბრტყეზე გავეცანით წერტილის მონიშვნას და მის გადაადგილებას, წრფის, სხივის მონაკვეთის აგებას და მათ გადაადგილებას და სახატავი ფუნქციების გამოყენებით, ფერის და ზომის შეცვლას. უკეთესად გარკვევის მიზნით ვიმუშავეთ შუქნიშნის დამზადებაზე, რასაც ხალისიანად და შედეგიანად გავართვით თავი. საგაკვეთილო მასალაზე დახმარების მიზნით უტოლებების გამოსახვა. აგრეთვე განვიხილეთ სივრცული ფიგურები დანაყოფი. დასკვნით გაკვეთილზე შევძელით ფარგლის გამოყენებით მონაკვეთის შუა მართობის და კუთხის ბისექტრისის აგება. მოსწავლეთა მოთხოვნით ეროვნული გამოცდების 2023 წლის მატემატიკის ტესტების პირველი ვარიანტის იმ საკითხეზე ვიმუშავეთ, რასაც მათი ცოდნით დავძლევდით. ისე უხაროდათ, რომ შეძლეს რამდენიმე ამოცანის ამოხსნა . ახლა თუ ამდენი ამოვხსენით, მერმის უფრო მეტს შევძლებთო-ისმოდა მხიარული შეძახილი. ასე მონდომებულებმა და გახალისებულებმა დავამთავრეთ 2023-2024 სასწავლო წელი, კლუბმა, უკეთესი მომავალის იმედით. მინდა აღვნიშნო, რომ მუშაობა მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში ხ. კვარიანთაშვილი 18.06.2024 პროექტის გეგმა პროექტი პროექტის/ინიციატივის სათაური: ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“ პროექტის/ინიციატივის დაწყების თარიღი 19. 10.2023წელი ინიციატივის დასრულების თარიღი 21. 12..2023წელი რიცხვი/თვე/წელი რიცხვი/თვე/წელი პროექტის/ინიციატივის განხორციელების ადგილი: სოფელი ძლევიჯვარი სკოლა განმახორციელებელი კლასი/კლუბი ბ.კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარის საჯარო სკოლა VI-VII კლასები/ ,,პატარა მათემატიკოსები“ საკონტაქტო ინფორმაცია 599-22-50-28. xatuna.kvariantashvili@gmail.com მობილური ელ.ფოსტა პროექტზე პასუხისმგებელი პირი ხათუნა კვარიანთაშვილი თანამდებობა მოსწავლე/მასწავლებელი მასწავლებელი პროექტის/ინიციატივის ბიუჯეტი პროექტის/ინიციატივის მიზანი მოსწავლის ცნობიერების ამაღლება, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიმართ, შეძლონ პრაქტიკული პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოძიება საზოგადოებასა და ონლაინ სივრცეში, ასევე ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარება, საკითხის შსახებ ინფორმაციის მოძიება, მონაცემების მოპოვება, დახარისხება, დამრგვალება და დიაგრამებით წარმოდგენა. თავისი ნაშრომის პრეზენტაცია. მიღებული ცოდნის გაზიარება სასკოლო საზოგადოებასა და სოფლის მოსახლეობაში. პროექტის/ინიციატივის აღწერა (რა აქტივობები ჩატარდება პროექტის/ინიციატივების მიზნის მისაღწევად, მიუთითეთ ჩატარების თარიღი) პირველი შეხვედრა19.10 . 2023 კლუბის შეხვედრაზე მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია სასკოლო პროექტის შესახებ - - - - - - - - - - ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“. მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით სასკოლო პროექტში. დასაწყისისთვის ინტერნეტით მოგვეძიებინა ინფორმაცია კულტურულ მემკვიდრეობაზე. მეორე შეხვედრა: 26.10 მოსწავლეებმა მოპოვებული ინფორმაცია გაუზიარეს კლუბის წევრებს. მიღებული მასალიდან მოვინიშნეთ ჩვენი პროექტისათვის საჭირო ინფორმაცია. აგრეთვე ელექტრონულ პლატფორმებზე მოვძებნეთ ვიკიპედია (თავისუფალი ენციკლოპედია) სადაც მოცემული არის საქართველოს ეროვნული ძეგლების სია ანბანის მიხედვით. დავითვალეთ ანბანის ყველა ასოს შესაბამისი ძეგლების ოდენობა . რადგან გადავწყვიტეთ მოპოვებული მონაცემები წარმოგვედგინა დიაგრამებით ანბანი გავყავით სამ ჯგუფად, რიგითობის მიხედვით პირველი ჯგუფში შევიდა ა - დან ლ - მდე( რიგით 1 – 11) მეორე ჯგუფში მ - დან ქ - მდე (რიგით 12 – 22) მესამე ჯგუფში ღ - დან ჰ - მდე ( რიგით 23 – 33) მიღებული მონაცემები დავამრგვალეთ მეათედებამდე მესამე შეხვედრა: 2.11.2023 მოსწავლეებს ფრონტალური კითხვებით გავახსენე სვეტოვანი დიაგრამა, ასევე გავაცანი პროცენტებით როგორ ხდება მონაცემის წარმოდგენა. კლუბის წევრებით შევადგინეთ სამ ჯგუფი და ვიმუშავეთ სვეტოვანი დიაგრამის (%) აგებაში. განვიხილეთ ჯგუფების ნამუშევრები და გამოიკვეთა საუკეთესო დიაგრამა მეოთხე შეხვედრა: 9.11.2023 შეხვედრაზე კლუბის წევრებს ფრონტალური კითხვებით გავახსენე წრიული დიაგრამა, ასევე მოსწავლეების დახმარებით შევძელი წრეზე შესაბამისი კუთხის გამოთვლის წესის ჩამოყალიბება. კლუბის წევრებით შევადგინეთ სამ ჯგუფი და ვიმუშავეთ წრიული დიაგრამის აგებაში. განვიხილეთ ჯგუფების ნამუშევრები და გამოიკვეთა საუკეთესო დიაგრამა მეხუთე შეხვედრა: 16.11.2023 შეხვედრაზე კითხვაზე თუ რა იყო პიქტოგრამა ყველამ ერთხმად სრული პასუხი გასცა. კვლავ სამი ჯგუფი შედგა და ვიმუშავეთ მონაცემების მიხედვით პიქტოგრამის წარმოდგენაში. განვიხილეთ ჯგუფების ნამუშევრები და გამოიკვეთა საუკეთესო პიქტოგრამა. მეექვსე შეხვედრა :7.12. 2023 შეხვედრაზე შევადგინეთ ახალი ჯგუფები, რომლებიც იმუშავებდნენ კლუბის შემაჯამებელ შეხვედრაზე. ამავე ჯგუფებში კენჭის ყრით განაწილდა სამივე დიაგრამის შესაბამისი ფორმატები: სვეტოვანი დიაგრამისთვის ურთიერთმართობული ღერძები და დანაყოფები, წრიული დიაგრამისთვის წრე და პიქტოგრამისთვის ცხრილი, სამი მონაცემისათვის, რადგან ყოველივე ეს დიდ დროს მოითხოვდა და დამღლელი არ ყოფილიყო შემაჯამებელი დღე მეშვიდე შეხვედრა--14.12. 2023 მიზანი: შეხვედრაზე მოსწავლეებმა შეძლეს ჯგუფებში დაენაწილებინათ კულტურული მემკვიდრეობის მოკლე ინფორმაცია და დიაგრამების წესები, ასევე გუნდებს დაარქვეს სახელები მერვე შეხვედრა: 21.12. 2023 შეხვედრაზე წინასწარ შექმნილმა გუნდებმა გაგვაცნეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია. კენჭისყრის შედეგად დაინაწილეს შესასრულებელი სამუშაო. გუნდებში იმუშავეს შეთანხმებულად და ნაყოფიერად. საკუთარი ნამუშევარი წარმატებით წარადგინეს პრეზენტაციით. გუნდმა ,,სივრცემ“ პიქტოგრამა, ,,კვადრატმა“ წრიული დიაგრამა, ხოლო ,,სხივმა“ სვეტოვანი დიაგრამა. ისაუბრეს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე. აგრეთვე საჭიროდ ჩათვალეს, ამ ინფორმაციის გავრცელება სასკოლო საზოგადოებასა და სოფლის მოსახლეობაში. საჭიროება აღწერეთ რა რესურსები გჭირდებათ პროექტის/ინიციატივების განსახორციელებლად პრინტერი, კომპიუტერი, სახელმძღვანელოები, მარკერები, ფორმატები, ფერადი ფურცლები. ადამიანური რესურსი.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა