რეფლექსია

რეფლექსია ხ. კვარიანთაშვილი 2022 წლის პირველ სემესტრში მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე მათემატიკის მოყვარუთა კლუბი ,,პატარა მათემატიკოსები” სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის( V - VI) კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბი მუშაობდა ეროვნული სასაწავლო მიზნების შესაბამისი იყო: • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას; • გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში; • მოსწავლეებში გაზარდოს მოტივაცია მათემატის სწავლისადმი; • შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; • მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება; • გაიზარდოს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთ თანამშრომლობის უნარი; • მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და განვითარება. კლუბში მოსწავლეები გაწევრიანდნენ საკუთარი განაცხადის საფუძველზე, პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ, წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმა, დაკონკრეტების მიზნით, მოსწავლეთა კითხვებს , ჩემს მიერ გაეცა პასუხი. სემესტრის განმავლობაში ვიმუშავეთ გეგმის შესაბამისად. ყოველ შეხვედრაზე ვამჩნევდი მოსწავლეთა გააქტიურებას და მეტად ჩართულობას. ხალისით მუშაობდნენ სახალისო ამოცანებზე ინდივიდუალურად და ჯგუფებში. მიხარია რომ ხალისიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა გაჩერებებით სწავლების მეთოდის გამოყენება, რასაც გაკვეთილზე ვერ ვახერხებ დროის სიმცირის გამო. კლუბურმა მუშაობამ საგაკვეთილო პროცესზე დადებითი გავლენა იქონია. სემესტრის ბოლო შეხვედრებზე გამოვიყენეთ მართკუთხედის თვისებები. ჯგუფებში იმუშავეს ამოცანაზე: კლასის მოსართავად 12 მეტრიანი ჯაჭვისათვის, რამდენი ფერადი ფურცელია საჭირო? წარმატებით წარადგინეს პრეზენტაცია და შეძლეს შესაბამისი ჯაჭვების დამზადება. მოსწავლეთა დადებითი ემოციები მახარებს, რაც სტიმულს მაძლევს კლუბის მუშაობის გასაგრძელებლად. პერიოდულად ბლოგზე ვტვირთავდი ფოტო მასალას. მაქვს დაფიქსირებული ყოველი შეხვედრა, წერილობით და მშობელთა ხელშეკრულებები.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა

2023-2024 სასწავლო წლის რეფლექსია