დებულება
მათემატიკის მოყვარულთა კლუბი
1.კლუბის
ზოგადი დებულება
მათემატიკის მოყვარუთა კლუბი ,,პატარა
მათემატიკოსები” შეიქმნა სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის
ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის( V - VI)
კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბი მუშაობს ეროვნული სასაწავლო მიზნების
შესაბამისად
კლუბის მისამართი: ქარელის მუნიციპალიტეტი, ძლევიჯვარის საჯარო სკოლა
ბლოგი: https://www.blogger.com/blog/post/edit/254050549267252946/6950975637760926713
ელფოსტა: xatuna.kvariantasvili@gmail.com
ტელეფონი:
599225028
კლუბის
წესდება:
1. კლუბს აქვს საგანმანათლებლო დანიშნულება;
2. კლუბში გაწევრიანების უფლება აქვს ბ. კაპანაძის სახელობის ქარელის
მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის V - VI კლასის მოსწავლეებს;
3. კლუბის ყოველი წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს;
4. კლუბის თითოეულ წევრს აქვს უფება სხვადასხვა აქტივობებში
მონაწილეობის;
5. კლუბის წევრს აქვს უფლება საპატიო მიზეზის გამო არ დაესწროს კლუბის
ზოგიერთ შეკრებას;
6. კლუბის თითოეული წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება;
7. კლუბის წევრს ჩამოერთმევა კლუბის წევრობის უფლება, თუ არ დაიცავს
კლუბის წესდებას.
2. კლუბის მიზნები:
·
ხელი
შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას;
·
გაზარდოს
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში;
·
მოსწავლეებში
გაზარდოს მოტივაცია მათემატის სწავლისადმი;
·
შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
·
მოსწავლეებს
განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება;
·
გაიზარდოს
მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთ თანამშრომლობის უნარი;
·
მოსწავლეთა
შემოქმედებითი უნარების არმოჩენა და განვითარება.
3. კლუბში გაწევრიანება:
კლუბში გაწევრიანება ნებაყოფლობითია. კლუბში
გაწევრიანება შეუძლია ბ. კაპანაძის
სახელობის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის V – VI კლასების,
მათემატიკის უკეთ შესწავლის მსურველ ნებისმიერ მოსწავლეს.
მსურველები გაეცნობიან კლუბის ზოგად
წესდებას, გაესაუბრებიან ხელმძღვანელ მასწავლებელს და შემდეგ შესაბამისი განაცხადის საფუძველზე
გაწევრიანდებიან კლუბში.
კლუბს უხელმძღვანელებს მათემატიკის
მასწავლებელი, რომელიც გამოხატავს სურვილს
საკლუბო მუშაობის წარმართვისათვის.
კლუბის წევრი ტოვებს კლუბს პირადი
განცხადების საფუძველზე ან როდესაც იგი კლუბის წესდებით გათვალისწინებულ რომელიმე
პუნქტს დაარღვევს.
4. კლუბის მუშაობის წესი:
კლუბი მუშაობას იწყებს 2022 წლის ოქტომბრის
თვიდან. მეცადინეობა გაიმარება კვირაში ერთხელ პირველ სემესტრში, ხოლო მეორე
სემესტრში - ორ კვირაში ერთხელ. ერთი სამუშაო შეხვედრა გაგრძელდება ერთი აკადემიური
საათი.
კლუბის წევრებიდან შეირჩევა ლიდერი მოსწავლე
(ფარული კენჭის ყრით), ერთი წლის ვადით, რომელიც დახმარებას გაუწევს მასწავლებელს
საკლუბო მუშაობაში.
ხელმძღვანელი მასწავლებელი და კლუბის
წევრები ერთად მოიფიქრებენ სახელსა და სლოგანს, დააკონკრეტებენ კლუბის დებულებას.
კლუბის მუშაობა წარიმართება როგორც ჯგუფური,
ასევე წყვილებით და ინდივიდუალურად, საკითხის სესაბამისად;
შეხვედრებზე განიხილება ეროვნული სასწავლო
გეგმის საფუძველზე მოძიებული, თემები და სახალისო ამოცანები.
5.
კლუბის
მუშაობის სწავლების მეთოდიკა
·
ინდივიდუალური;
·
ჯგუფური;
·
პრეზენტაცია;
·
დისკუსია/დებატი.
6.
ხელმძღვანელი
მასწავლებლის ფუნქცია/მოვალეობა
·
სკოლის სოციალურ
ქსელში განათავსოს განცხადება, კლუბის შექმნასთან დაკავშირებით;
·
ხელმძღვანელმა
მასწავლებელმა თავის ბლოგზე ატვირთოს:
1. კლუბის სახელწოდებ ა და სლოგანი
2. კლუბის წესდება;
3. კლუბის სამუშაო გეგმა;
4. განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის.
7.
საკლუბო
მუშაობის პერიოდი
·
კლუბის
მუშაობა განხორციელდეს 2022-2023 სასწავლო წელი;
·
მასწავლებლები
და მოსწავლეები თანხმდებიან კლუბის შეხვედრის თარიღზე;
·
საკლუბო
მუშაობის პერიოდიში ეტაპობრივად აიტვირთება შეხვედრისა და აქტივობების ამსახველი
ფოტო ან ვიდეო მასალა ხელმძღვანელი მასწავლებლის პირად ბლოგზე.
განაცხადის ფორმა
მათემატიკის სასკოლო კლუბის ხელმძღვანელს
-
- - - - -- - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - -- - - - - - - - - - - -
მსურს გავხდე მატემატიკის კლუბის წევრი და აქტიური
მონაწილეობა მივიღო მის მუშაობაში. გავეცანი კლუბის წესდებას , თანახმა ვარ მის პირობებზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი სურვილი
მოსწავლის სახელი - - - - - - - - - - - - - - - გვარი - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
კლასი - - - - - - - -
ტელეფონი - - - - - - - - - - - - - - - -
თარიღი - - - - - - - - - - - - -
მოსწავლის ხელმოწერა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
-
Комментарии
Отправить комментарий