2023-2024 სასწავლო წლის რეფლექსია
რეფლექსია ხ. კვარიანთაშვილი 2023 წლის პირველ სემესტრში მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე მათემატიკის მოყვარუთა კლუბმა ,,პატარა მათემატიკოსები” მუშაობა განაახლა. სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის V I - VII კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბი მუშაობა ეროვნული სასაწავლო მიზნების შესაბამისი იყო: • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას; • გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში; • მოსწავლეებში გაზარდოს მოტივაცია მათემატის სწავლისადმი; • შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; • მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება; • გაიზარდოს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთ თანამშრომლობის უნარი; • მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და განვითარება: • მათემატიკურ პროგრამა გეოგებრაში მუშაობის უნარების განვითარება სასწავლო წლის დასაწყისში კლუბმა მუშაობა განაახლა. კვლავ შეავსეს განაცხადი ახალი სასწავლო წლისათვის. კლუბის წევრებმა ლიდერი მოსწავლე ისევ ანა გამრეკელაშვილი დატოვეს. მოსწავლეებ...