რეფლექსია ხ. კვარიანთაშვილი 2022 წლის პირველ სემესტრში მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე მათემატიკის მოყვარუთა კლუბი ,,პატარა მათემატიკოსები” სსიპ ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის( V - VI) კლასების მოსწავლეთა ბაზაზე. კლუბი მუშაობდა ეროვნული სასაწავლო მიზნების შესაბამისი იყო: • ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მათემატიკის პოპულარიზაციას; • გაზარდოს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკაში; • მოსწავლეებში გაზარდოს მოტივაცია მათემატის სწავლისადმი; • შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; • მოსწავლეებს განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნება; • გაიზარდოს მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთ თანამშრომლობის უნარი; • მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების აღმოჩენა და განვითარება. კლუბში მოსწავლეები გაწევრიანდნენ საკუთარი განაცხადის საფუძველზე, პირველ შეხვედრაზე განვიხილეთ, წინასწარ შემუშავებული სამუშაო გეგმა, დაკონკრეტების მიზნით, მოსწავლეთა კითხვებს , ჩემს მიერ გაეცა პასუხი. სემესტრის განმავლობაში ვიმუ...