Сообщения

Сообщения за январь, 2024

კლუბის შემაჯამებელი შეხვედრა

Изображение
შეხვედრაზე კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლის შესავალი სიტყვის შემდეგ, მოსწავლეებმა ჯერ გაგვაცნეს რა იყო კულტურული მემკვიდრეობა, შემდეგ კენჭის ყრის შედეგად მიღებული დავალებები გუნდებმა წარმატებით შეასრულეს, პრეზენტაციებით წარადგინეს და ამავდროულად დიაგრამების წარმოდგენის წესებიც გაგვაცნეს, აღმოჩნდა რომ წინასწარ გამზადებული თავისი დიაგრამა მხოლოდ გუნდ ,,სხივს“ შეხვდა- სვეტოვანი დიაგრამა. კმაყოფილებას გამოხატავდნენ კარგად რომ დავხაზეთ ისევ ჩვენ გამოგვადგაო. გუნდ ,,სივრცეს“ პიქტოგრამა შეხვდა, კომპიუტერიდან ამოღებული სურათები გამოჭრეს და ჩააკრეს. ხოლო ფართობით დიდი წრიული დიაგრამის აგება, რომ მოუხერხებელი იქნებოდა ამას ადსტურებდა გუნდი ,,კვადრატი“. ბოლოს გაიმართა საუბარი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის შესახებ , აგრეთვე მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ეროვნული ძეგლების უმეტესობა თუ მიიღებს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს, დიდი ბედნიერება იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.

I სემესტრი

Изображение
,,პატარა მათემატიკოსების" მუშაობა სასკოლო პროექტზე ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა"